პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დაჯილდოების ღონისძიება სექტემბერში შედგება. „არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა. ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის გადასცა პრეზიდენტმა ღირსების ორდენი და მედალი. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. მთავრობამ კი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, 27 მარტს პრეზიდენტის წინაშე ღირსების ორდენზე წარადგინა: საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია; საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე; საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბია...