ლიეტუვის სეიმმა მიიღო საყოველთაო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურში სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვევენ. ლიეტუვის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიღებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, 14-მა თავი შეიკავა. კანონპროექტის თანახმად, 18-დან 22 წლამდე ვაჟები სავალდებულო გაწვევას 9 თვის განმავლობაში ექვემდებარებიან. მომავალი წვევამდელები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე ვერ შეძლებენ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას. ამავე დროს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომელთაც აქვთ დეფიციტური სპეციალობები, სამხედრო სამსახურში სამი თვის განმავლობაში გამოიძახებენ. ამ დროის განმავლობაში, კანონპროექტების ავტორების თქმით, კურსანტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ საბაზისო სამხედრო მომზადება. სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი სამედიცინო გამოკვლევები 2025 წელს ჩატარდება, ხოლო მათ სამხედრო სამსახურში 2026 წელს გამოიძახებენ, როდესაც რეფორმა ძალაში შევა. პარალელურად, ათიდან 12 თვემდე გახანგრძლივდა ალტერნატიული სამსახურის ვადა. ლიეტუველებს, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურს აირჩევენ, შეუძლიათ ეს 39 წლის ასაკამდე გააკეთონ. უფრო ადრე ლატვიამ, ლიეტუვის მეზობელმა, რომელშიც სამხედრო გაწვევა გაუქმდა 2004 წლიდან და შეიცვალა კონტრაქტით გათვალისწინებული პროფესიული სამსახურით, 2023 წელს შემოიღო სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამხედრო სამსახური. ასევე ნახეთ „ლატვიელი მზად უნდა იყოს, დაიცვას ქვეყანა და ოჯახი ნებისმიერი გზით“. ინტერვიუ ლატვიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან იქ თავდაპირველად დაიწყეს სამსახურში მოხალისე წვევამდელების გაწვევა, ხუთასი ადამიანი ყოველ ექვს თვეში, მაგრამ თანდათანობით რაოდენობა წელიწადში ექვსი ათას წვევამდელამდე გაიზრდება. ხუთი წლის განმავლობაში, ანუ 2027 წლიდან, ლატვიაში სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდება 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის. ...