რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის შესახებ განაცხადეს. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, შამსაილ სარალიევის თანახმად, გაცვლის შედეგად რუსეთში დააბრუნეს 32 ჯარისკაცის ცხედარი. უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი 254 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრების მიღების შესახებ იტყობინება. უკრაინის შტაბის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა, 221 ადამიანი, დონეცკის მიმართულებით იბრძოდა. 25 ზაპოროჟიეში და ოთხი ლუგანსკის მიმართულებით დაიღუპა. კიდევ ოთხი ცხედარი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მორგებიდან გადასცეს. "სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო ექსპერტები დაზარალებულების ვინაობას სწავლობენ", - იტყობინება სამხედრო ტყვეების საკითხების უკრაინის საკოორდინაციო შტაბი. ბოლოს რუსეთისა და უკრაინის მხარეებმა საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები 31 მაისს გაცვალეს. 45 ცხედარი დაბრუნდა რუსეთში, უკრაინამ 212 ჯარისკაცის ცხედარი მიიღო. ასევე ნახეთ რუსი სამხედროების დედები შვილების ნეშტებს ეძებენ ასევე ნახეთ სულ მცირე 53,5 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში - ახალი დამოუკიდებელი ანგარიში ...