უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ორი წლის განმავლობაში, პლანეტაზე კლიმატს 32 მილიარდი დოლარის ზიანი მიადგა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია GHG-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ომის დროს სათბურის გაზების გამოყოფის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ომის შედეგად გამოყოფილი სათბურის გაზები შეადგენდა 175 მილიონ ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტს (CO2e), მათ შორის მეთანს და ყველაზე ძლიერ სათბურის გაზს, გოგირდის ფტორიდს. ეს უფრო მეტია, ვიდრე წელიწადში ნიდერლანდის მთელი ემისია ან გზებზე ბენზინზე მომუშავე 90 მილიონი ახალი მანქანის გამოშვება, ან 260 ქვანახშირის ელექტროსადგურის მშენებლობა. რუსეთის აგრესიის შედეგად გამოყოფილი სათბურის გაზების მესამედზე პასუხისმგებლობა უშუალოდ სამხედრო მოქმედებას ეკისრება. აქ იგულისხმება საბრძოლო მასალის გამოყენება და წარმოება, ფრონტის ხაზზე თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობა და სამხედრო ტექნიკის მიერ დამწვარი საწვავი. ამ უკანასკნელზე მოდის რუსეთის მიერ 35.2 მილიონი ტონა, ხოლო უკრაინის მიერ 9.4 მილიონი ტონა CO2e-ის გამოყოფა. სათბურის გაზების ემისიების დიდი ნაწილი გამოწვეულია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. კვლევაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ Nord Stream 2-ის აფეთქებას მოჰყვა 14,6 მილიონი ტონა CO2e-ის გამოყოფა. ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ხანძარმა 1,2 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე, სახნავი მიწა და შენობა დააზიანა, რამაც თითქმის 20 მილიონი ტონა CO2e-ის გამოყოფა გამოიწვია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მოსთხოვა რუსეთს რეპარაციის გადახდა. 2024 წლის აპრილში გაიხსნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის რეესტრი. ასევე ნახეთ “ბინძური საწვავის” ციებ-ცხელება. პუტინის ომი პლანეტას გადახურებით ემუქრება ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკოციდისთვის ნაღმები შავ ზღვაში? - კახოვკის კატასტროფის შედეგები უკრაინისთვის ომით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრას წლები დასჭირდება დანაღმული სამოთხე და ნახშირის ჯოჯოხეთი - რუსეთი უკრაინის გარემოს ანადგურებს ...