ჟურნალისტებმა უკრაინაში ომში 56,452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს. ასეთია შედეგი იმ კვლევისა, რომელსაც „მედიაზონა“ და BBC-ის რუსული სამსახური რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის განმავლობაში ატარებს. პუბლიკაციების კორესპონდენტები, მოხალისეთა გუნდთან ერთად, ქმნიან დადასტურებული დანაკარგების სახელობით ჩამონათვალს. ინფორმაცია გროვდება ღია მონაცემების მიხედვით: რეგიონული ხელისუფლების შეტყობინებებიდან, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ნეკროლოგებიდან, მედიაში არსებული პუბლიკაციებიდან და ისინი ხელახლა მოწმდება. ანგარიშები ქვეყნდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ივნისის დასაწყისიდან პერიოდში დადასტურდა კიდევ 1689 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა. სეპარატისტული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 2022 წლამდე არ იყვნენ რუსეთის არმიის შემადგენლობაში, არ შედიან საერთო ჯგუფში. გარდა ამისა, სტატისტიკაში არ შედის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგი, 19 547 ჯარისკაცი, რომელთა შესახებ ცნობა ხელში ჩაუვარდათ გამოკვლევის ავტორებს. რუსეთი და უკრაინა ომში დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დანაკარგი რუსეთისაზე ხუთჯერ მეტია. მაგრამ ამ განცხადებას არანაირი მონაცემი არ ადასტურებს. თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინელების დანაკარგმა 31 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე ნახეთ 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ზელენსკიმ პირველად გაამხილა ომში დანაკარგები ასევე ნახეთ "ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუსი მოდის" - აცხადებს ზელენსკი ხარკოვისთვის ბრძოლებში დანაკარგებზე ...