კომპანიამ ახლა განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა შეიმუშაოს, რომელიც საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. საქმე ეხება იპოდრომის ტყეში, მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას, რასაც „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია. იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მიზანია საფეხმავლო კულტურის განვითარება და “ავტომობილებზე ორიენტირებული დაგეგმარების თავიდან აცილება”. ასევე ნახეთ „ბილტმორზე ორჯერ დიდი“ - გაირკვა, რა იგულისხმებოდა იპოდრომის ტყეში „უძრავი ქონების განვითარებაში“ იპოდრომის ტყის ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ” 2023 წლის 27 ოქტომბერს ფონდ “ქართუსგან” 85 მილიონ დოლარად იყიდა. ეს კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია. იპოდრომის ტყე სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, იქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა. კომპანია ფუნქციური ზონის ცვლილებასაც მოითხოვს, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის ფარგლებში გადაწყდება. პროცედურის თანახმად, პროექტის საკრებულოში დამტკიცების შემდეგ, ინვესტორი მას მერიაში დააბრუნებს და მშენებლობის დასაწყებად ნებართვას მოითხოვს. ასევე ნახეთ მინდორი გააჩუქეს, ტყე გაყიდეს - აშენდება კორპუსები იპოდრომზეც? ...