ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში ხუთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა Bloomberg-ის ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10 ათასი სატვირთო კონტეინერის გაგზავნა რუსეთში. ასეთ კონტეინერებს საარტილერიო ჭურვების და ბალისტიკური რაკეტების გადატანა შეუძლიათ. შინ ვონ სიკი ამტკიცებს, რომ საპასუხოდ, მოსკოვს შეეძლო ფხენიანისთვის გადაეცა ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჯაშუშური თანამგზავრების, ასევე ტანკებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში გამოიყენება. "პუტინი სავარაუდოდ შეეცდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო მიწოდების სფეროში, როგორიცაა საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგების შანსით ისარგებლოს", - ციტირებს Bloomberg-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს. მანამდე გამოცემა „ვედომოსტიმ“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს კვირებში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამს ეწვევა. ასევე ნახეთ Reuters: გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება ასევე ნახეთ Guardian: ბრიტანეთის ფოტომასალა სავარაუდოდ, ადასტურებს რუსეთისთვის ჩრდილოკორეული იარაღის მიწოდებას ...