ფეისბუკზე მასობრივად იშლება კონტენტი, რომელიც შოვის ტრაგედიას ან ხელისუფლებისთვის სხვა სენსიტიურ ინფორმაციას უკავშირდება. სავარაუდოდ, კოორდინირებული შეტევის ობიექტია ონლაინგამოცემა „მთის ამბები“, რომელმაც 15 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა. „რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას“, - ეს განცხადება გამოცემამ 12 საათსა და 5 წუთზე გაავრცელა. „მთის ამბების“ გაზიარებული პოსტები იშლება არა მხოლოდ გამოცემის ოფიციალური გვერდიდან, არამედ იმ მომხმარებლების პირადი გვერდებიდანაც, ვისაც ეს მასალები ჰქონდა გაზიარებული. შეუძლებელია გვერდის მონიშვნაც ("დათაგვა");три ...