შვედეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ტაქტიკური ბომბდამშენი მისმა გამანადგურებლებმა გადაიტაცეს მას მერე, რაც მან მცირე ხნით დაარღვია შვედეთის საჰაერო სივრცე. ინციდენტი 14 ივნისს მოხდა, დაახლოებით სამ თვეში მას მერე, რაც შვედეთმა უარი თქვა თავის მრავალწლიან ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრი გახდა. 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, იონას ვიკმანი იტყობინება, რომ რუსულ სუ-24-თან შესახვედრად გააგზავნეს ორი Gripen-ის (შვედური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავი) ტიპის გამანადგურებელი, რადგან დამრღვევმა რადიოგაფრთხილებაზე არ უპასუხა. ინციდენტი მოხდა ბალტიის ზღვის გოტლანდის კუნძულის არეალში. რუსეთის სამხედრო უწყებას მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ასევე ნახეთ დანიამ და შვედეთმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს, რადგან რუსეთის საჯაშუშო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია ...