16 ივნისს ირანმა "დიდ შვიდეულს" (G7) მოუწოდა "წარსულის დესტრუქციულ პოლიტიკას" ჩამოშორდეს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ "დიდი შვიდეულის" იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გმობს ირანის ბირთვული პროგრამის ბოლოდროინდელ გაფართოებას. 14 ივნისს G7-მა გააფრთხილა ირანი ურანის გამდიდრების მასშტაბების გაზრდის - ბირთვული პროგრამის გაფართოების თაობაზე და განაცხადა, რომ მზად იქნება ახალი ზომების მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს მიაწოდებს. "ირანსა და რუსეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასთან უკრაინაში ომის დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ მიკერძოებული პოლიტიკური მიზნებით ქმედებას წარმოადგენს", - განაცხადა ქანაანმა. ასევე ნახეთ ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი გმობენ ირანის მიერ ბირთვული პროგრამის გაფართოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ...