პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, პერსონალისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოების შესახებ, გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს იმის გამო, რომ მან პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი არ დააჯილდოვა. „რამდენი ხანია, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, მთლიანად გუნდი წარადგინა ღირსების ორდენზე, არავის ამოუღია ხმა. მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ამდენი ხანია სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ აჯილდოებს სპორტსმენებს, თქვეს, რომ მაისის თვეში გამოვეცითო და არ ვსაუბრობდითო. განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში გამოტოვა და დანარჩენს მისცა“, - თქვა კალაძემ. პრეზიდენტის 23 მაისით დათარიღებული განკარგულების თანახმად, ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა შორის არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს. დაჯილდოვდა მთავარი მწვრთნელი და სამი მწვრთნელი. ღირსების ორდენი, ასევე, გადაეცათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივანს დავით მუჯირს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს. ღირსების მედლები კი გადაეცა ეროვნული ნაკრების პერსონალის ექვს წარმომადგენელს. ასევე ნახეთ სია - პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ღირსების ორდენით დაჯილდოებული ფეხბურთელების და ფედერაციის წარმომადგენლების ჩამონათვალი სიაში, რომელიც კობახიძე-პაპუაშვილმა პრეზიდენტს გაუგზავნეს, აგრეთვე, იყვნენ პირები, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაჯილდოებულთა შორის არ არიან. კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტები: ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი; ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე; მწვრთნელების და პერსონალის ნაწილი: დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქოჩლაძე, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური. განახლება მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს სექტემბერში პირადად დააჯილდოებს. „ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა...