Reuters -ის სააგენტოს თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს უკრაინასთან მოლაპარაკებებს, მაგრამ საჭირო იქნება გარანტიები ნებისმიერი მოლაპარაკებების სანდოობის უზრუნველსაყოფად, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 16 ივნისს, კრემლის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით. 90-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა შვეიცარიაში, კურორტ ბიურგენშტოკში გამართულ ორდღიან ღონისძიებაში, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს აზრის გაერთიანებისკენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, რომელიც უკვე 27 თვეა, რაც გრძელდება. მშვიდობის სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, 57 ქვეყანა უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - რანგში. ექვსმა ქვეყანამ ელჩები გაგზავნა: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. სამიტის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე ნახეთ უკრაინის მშვიდობის სამიტი 16 ივნისს გააგრძელებს მუშაობას ასევე ნახეთ Reuters-ის სააგენტომ გამოაქვეყნა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ტექსტის პროექტი ...