დედაქალაქის მერის კახა კალაძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სექტემბერში პირადად დააჯილდოებს ღირსების ორდენსა და მედალზე წარდგენილ ყველა პირს. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინ ფეხბურთელებს თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ. „სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ასევე ნახეთ „ნაკრებს რამდენად უღირს ასეთი ორდენები“ - კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს მიწოდებული სიიდან რამდენიმე პირის გამოტოვების გამო 16 ივნისს კალაძემ ზურაბიშვილს უსაყვედურა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სიიდან, რამდენიმე პირი არ მოხვდა ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოებულთა სიაში. განახლება კალაძის კომენტარის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაკრების წარმომადგენელთა დაყოფა მიუღებელია. „ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს“, - წერია განცხადებაში. ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ დაჯილდოების ღონი...