„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებით, დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. სწორედ, ის ამარაგებს სასმელი წყლით თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას. კომპანია აღნიშნავს, რომ ტექნიკური ჯგუფები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. ისინი დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის რამდენიმე მიმართულებებით მუშაობენ. „მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს“, - წერია განცხადებაში. GWP ცნობით, 16 ივნისის 22:00 საათზე კომპანია მოქალაქეებს დამატებით მოგაწვდის ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ. ...