სერბეთის ფეხბურთის ნაკრების შვიდი გულშემატკივარი დააკავეს 16 ივნისს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის და სერბეთის ნაკრებების შეხვედრის წინ ჩხუბი მოხდა, განაცხადა გერმანიის პოლიციამ. პოლიციის წარმომადგენელმა AFP-ს აცნობა, რომ ერთ-ერთ გულშემატკივარს სხეულის სახიფათო დაზიანება ბრალდება. ჯერჯერობით გაურკვეველია დაზიანებების დეტალები და რა მოხდა ჩხუბის დროს. პოლიციამ ადრე განაცხადა, რომ მოუწია ინგლისისა და სერბეთის გულშემატკივრების დაშორება, მხარდამჭერთა ორ ჯგუფს შორის შეტაკების შემდეგ. არსებული ცნობით, არცერთი ინგლისელი გულშემატკივარი არ დაუკავებიათ. ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ინგლისის და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:0. ამავე ჯგუფში სლოვენიამ და დანიამ ფრედ, 1:1 ითამაშეს. ასევე ნახეთ EURO 2024: ფეხბურთი და პოლიტიკა ...