16 ივნისს ლგბტ თემის რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა და მათმა მხარდამჭერებმა, მათ შორის უკრაინელმა ჯარისკაცებმა, კიევის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და სახელმწიფოსგან მოითხოვეს მათთვის მეტი უფლებების მინიჭება. ეს იყო უკრაინის დედაქალაქში გამართული პირველი პრაიდი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ ქვეყნის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მას შემდეგ ორ წელზე მეტია გასული. სპეცდანიშნულების რაზმების მიერ დაცულმა დემონსტრანტებმა მოითხოვეს სამოქალაქო კავშირის ლეგალიზაცია და მკაცრი ჯარიმები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისთვის. აქციას კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოსა და ევროპის რამდენიმე საელჩოს თანამშრომლები. მსვლელობის მთავარი ლოზუნგი იყო "ყოველთვის არის დრო ადამიანის უფლებების დაცვისთვის". ...