"საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, განმარტება მნიშვნელოვანია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონტექსტში", - წერია დირექტორატის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა. კერძოდ, 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს გამოუყვეს 517 მილიონი ევროს, სამოქალაქო საზოგადოებას - 46 მილიონი ევროს, ხოლო კერძო სექტორს - 6 მილიონი ევროს დახმარება. ევროკავშირი ჩამოთვლის ათ ყველაზე მსხვილ ბენეფიციარს, რომლებიც მის დახმარებას 2019-2024 წლებში იღებდნენ: 111,55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები; 101,40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო; 62,75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 30,5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25,07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12,85 მილიონი ევრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10,5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო; 7,4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია; მეთერთმეტეა საქართველოს პარლამენტი, რომელსაც, მათივე ცნობით, 4,8 მილიონი ევრო გამოუყვეს. три ...