17 ივნისს იერუსალიმში გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. ისრაელის პოლიტიკური ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენებას ითხოვს. მრავალი ათასი ადამიანი მივიდა ისრაელის პარლამენტის შენობასთან. ისინი ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით აპირებდნენ მსვლელობის მოწყობას. საგანგებო ომის - ერთობის - მთავრობა გასულ კვირაში დაიშალა მას მერე, რაც ის დატოვეს ცენტრისტმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა და გადამდგარმა გენერალმა გადი აიზენკოტმა. ახლა ნეთანიაჰუ დამოკიდებულია ულტრაორთოდოქს და ულტრამემარჯვენე პარტნიორებზე, რომელთა მკაცრმა პროგრამამ სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ჯერ კიდევ ღაზის სექტორის ომის დაწყებამდე. ასევე ნახეთ ისრაელის არმიამ "ტაქტიკური პაუზა" გამოაცხადა, რათა გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი მძიმედ დაზარალებულ ღაზაში ...