პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, უსმენენ. მან დეპუტატების წინაშე „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა. მართალია, დოკუმენტი გასულ წელს ეხება, თუმცა ლევან იოსელიანი მოხსენებაში შეეხო 2024 წელს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დაკავებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას. ომბუდსმენის ინფორმაციით, წელს სამართალდამცველები დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალას უფრო მეტად იყენებდნენ, ვიდრე შარშან. „2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. სამწუხაროდ, 2024 წელს, 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემ მიერ მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“, - აღნიშნა იოსელიანმა კომიტეტის სხდომაზე. ასევე ნახეთ რვა გადაუჭრელი პრობლემა: სახალხო დამცველის ანგარიში 2023 სახალხო დამცველმა თქვა, რომ 2024 წელს, ისევე როგორც 2023-ში, მოუწოდებდა პარლამენტს, უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ ასეთი ფორმით მიღებაზე. „კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის გზით“, - დაამატა ლევან იოსელიანმა. ასევე ნახეთ რატომ შეიძლება თითქმის დანამდვილებით იმის თქმა, რომ სპეცრაზმელებს არ დასჯიან? 2024 წლის აპრილ-მაისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 - ადმინისტრაციული კოდექსით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. დაკავებულების თითქმის ნახევარი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ასევე ნახეთ ვეტო დაძლეულია, პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონი მიიღო - როდის ამოქმედდება და რა მოხდება შემდეგ? ...