ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს, რომლის გამოც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია პრაქტიკულად გაყინულია. მისი სიტყვებით, მომავალ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილება საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების საპასუხო ზომების საკითხი. პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ღრმა მწუხარებით უნდა ითქვას, "ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებაზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა". ასევე ნახეთ "ბევრი რამ, რაც ითქვა ევროკავშირზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა" - პაველ ჰერჩინსკი „მომავალ კვირას, ევროკავშირი განიხილავს შედეგებს. ეს დისკუსია თავდაპირველად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შემდეგ, რამდენიმე დღეში კი, ლიდერების - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე განიხილება და გადაწყდება, რა ზომები შეიძლება მივიღოთ საქართველოში მოვლენების საპასუხოდ. ამ კანონის მიღებამ უარყოფითად იმოქმედა და, როგორც ვხედავ, გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია, რადგან, მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ერთსულოვნებას და თქვენ ყველამ უკვე მოისმინეთ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი არ გახსნიან საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ამ კანონის მოქმედების შემთხვევაში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის კითხვის პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" სტუმრობის შემდეგ. ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი საიას თანამშრომლებს შეხვდა მისი თქმით, გადაწყვეტილებას ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიიღებენ, შემდეგ, 27 ივნისს, - ევროპული საბჭოს დონეზე, პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე. ელჩმა დაამატა, რომ „ეს ხდება უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის კონტექსტში ზუსტად მომავალ კვირაში. ამდენად, ნამდვილად გულსაკლავია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია პრაქტიკულად შეჩერებული, პრაქტიკულად გაყინულია, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად". ასევე ნახეთ სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება - რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? გასულ კვირას რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა...