„მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა და ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ. ეს იყო მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ ყოველდღიურ თავდასხმებს ხელისუფლების მხრიდან. ამ ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმის გამო, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, რასაც ჩვენი ორგანიზაცია 30 წელია აკეთებს“, - თქვა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საიას, რომელიც საქართველოში ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს და აქტიურად არის ჩართული არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობაში. „ევროკავშირი ეხმარებოდა და გააგრძელებს საიას მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციას, ვინაიდან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიის ხერხემალია“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა. ასევე ნახეთ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია - პაველ ჰერჩინსკი მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ გააგრძელებს შეხვედრებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებთან. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისი წლებია, თბილისის ისტორიულ უბანში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაშია. რამდენიმე კვირის წინ, ხელისუფლების ინიციირებული და მიღებული „აგენტების კანონის“ მომხრეებმა ამ შენობის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. მსგავსი წარწერები გაჩნდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთანაც.три ...