კომპანიის ცნობით, მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა, ხოლო დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილს სპეციალური ტექნოლოგიებით ეძებენ. მათივე განცხადებით, დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან დაიწყო. ქსელის აღდგენამდე, კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის. ასევე ნახეთ სად და რამდენი ხნით აღდგება წყლის მიწოდება? - GWP გრაფიკს აქვეყნებს ასევე ნახეთ GWP: წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით ...