რადიო თავისუფლებას უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. შსს-ში ამ ეტაპზე არ აზუსტებენ, გამოიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე. 16 ივნისს სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ის სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისის ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ამჟამად მათ წყალი არ მიეწოდება. ასევე ნახეთ GWP: წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით ...