საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა, ეძებენ ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს. "სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველები, მყვინთავები, ასევე ვიყენებთ დრონებს", - განაცხადეს სამაშველო სამსახურში. ცხინვალში 14 წლის მოზარდი დღეს, შუადღეს, მდინარის დინებამ გაიტაცა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა. ...