სოფელი ფხვენისი ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრითაა დაშორებული. მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაცია, დათვალიერდა მდინარის სანაპიროები ზემო და ქვემო ნიქოზსა და ასევე ფხვენისში. წყლის დონის შესამცირებლად, ქართველმა სპეციალისტებმა წყალი სარწყავ სისტემაშიც გაუშვეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოზარდის ცხედრის პოვნის შესახებ უკვე შეატყობინეს დე ფაქტო ხელისუფლებას. ამჟამად მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა და ამოცნობის პროცედურა, რის შემდეგაც მას ცხინვალში გადაასვენებენ. 14 წლის მოზარდი ცხინვალში 19 ივნისის შუადღეს გაიტაცა მდინარის დინებამ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა. ...