რუმინეთი უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის ამერიკულ სისტემა Patriot-ს, რომელიც ქვეყნის არმიამ შეერთებული შტატებისგან მიიღო. ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ, იტყობინება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური. სისტემა უკრაინას საჩუქრად გადაეცემა. გადაწყვეტილება მიღებულია „უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების ფონზე, რაც გამოწვეულია სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გამუდმებული და მასირებული იერიშებით“, - ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ბუქარესტმა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ამ სისტემის შვიდი ბატარეა შეუკვეთა ორი მოდიფიკაციით - PAC-2 და PAC-3. მიღებულია ოთხი, ორი მათგანი უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია. არხი Digi 24 იტყობინება, რომ რუმინეთის არმია საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის წინააღმდეგია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტს უნდა მიეღო. ხუთშაბათს Financial Times-ი წერს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, შეაჩეროს სხვა ქვეყნებისთვის Patriot-ების მიწოდება შემდეგ კიევისთვის მათ გადასაცემად. მოგვიანებით დააზუსტეს, რომ საქმე ეხება არა საჰაერო თავდაცვის ბატარეებს, არამედ გადამტაც რაკეტებს. ...