მაჩალიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს, 18 საათზე, მივიდა და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლის კითხვებს. მისი უფლებადამცველის, ქეთი ჩუთლაშვილის ცნობით, გაუთქმელობაზე ხელწერილის გამო, არ აქვთ დარბაზში დასმული კითხვების გასაჯაროების უფლება. "შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. რუსულ კანონის აქციებთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა. კითხვებს რაც შეეხება, ვერ ვისაუბრებთ. სასამართლომ დაგვავალდებულა, არ გავახმაუროთ ის ინფორმაცია, რაც გაჟღერდა სასამართლო სხდომის დარბაზში", - თქვა ადვოკატმა. მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას აქამდე რამდენჯერმე დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუმცა გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებდა. "მოწმის სტატუსით დამკითხეს, როგორც სხვები. მე ყოველდღე აქციაზე ვარ, ვიყავი და ვიქნები კიდეც... ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. რამდენჯერმე დამირეკეს [გამოკითხვაზე დასაბარებლად], მაგრამ მე უარს ვეუბნებოდი. დღეს დამირეკეს სასამართლოდან და ვუთხარი მოვალ-მეთქი." ასევე "აგენტების კანონის" აქციებთან დაკავშირებით", შსს-ის კრიმინალურმა პოლიციამ 20 მაისს საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. როგორც მაშინ მან ჟურნალისტებს უთხრა, საქმე "იქითკენ მიჰყავთ, თითქოს იგი რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორია." ასევე ნახეთ "მიჰყავთ იქითკენ, თითქოს რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში გამოჰკითხეს ...