დღეს დილით თბილისის მეტროში, ლიანდაგებში, მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე" მოხდა. მერიის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე" პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ინციდენტის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები მოძრაობენ „სადგურის მოედნიდან" მხოლოდ „დელისამდე". ...