30 წლამდე კაცი სუსმა გუშინ, 20 ივნისს, დასავლეთ საქართველოში დააკავა. „დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. ამ და ათეულობით სხვა შემთხვევაზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით: „დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები“. ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინებისთვის საქართველოში რამდენიმე თვის წინაც დააკავეს ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, 14 თებერვალს 28 წლის კაცმა არასრულწლოვანი ნათესავის ტელეფონით დარეკა ავიაკომპანია Wizz Air-ის ცხელ ხაზზე და თქვა, რომ ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო. ამ მიზეზით ბორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ასევე ნახეთ Wizz Air-ის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - რა გაირკვა სასამართლოზე ...