უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიანიშნა, რომ კიევი რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებს არ ესწრაფვის, მაგრამ მისი მონაწილეობა მშვიდობის მეორე სამიტში შესაძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატით. "ევროპეისკაია პრავდა" იტყობინება, რომ კულებამ ეს განაცხადა ტელემარათონის - „ედინიე ნოვოსტის" - ეთერში. შეკითხვაზე, ვინ შეიძლება წარმოადგენდეს რუსეთს მშვიდობის მეორე სამიტზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ მოლაპარაკების „ძალიან წარმატებული გამოცდილება“, როცა უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთსა და გაეროსთან, ხოლო გაერო და თურქეთი - რუსეთთან. „და შეთანხმება გამოიყურებოდა როგორც დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა თურქეთს, გაეროსა და უკრაინას შორის და ასევე თურქეთს, გაეროსა და რუსეთს შორის და ასე შედგა შეთანხმება“, - თქვა კულებამ. თუმცა მან იქვე განაცხადა, რომ კიევს დიდად არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, თუ გავითვალისწინებთ მის დანაშაულს და მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს, მოსპოს უკრაინის სახელმწიფო. ადრე შვეიცარიამ, სადაც გაიმართა მშვიდობის სამიტი უკრაინის შესახებ, განაცხადა, რომ სამიტის შედეგებს განიხილავს რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეხვედრაში. შვეიცარიამ ამასთან გაიმეორა, რომ რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში საკვანძოა. მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს მშვიდობის საფუძვლების შესახებ. ასევე ნახეთ უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია ასევე ნახეთ უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია ...