მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ევროკავშირში თავისი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ით გაავრცელა განცხადება. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ“, - დაწერა სანდუმ და წარმატება უსურვა ქვეყნის დელეგაციას მოლაპარაკებაზე. მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ მანამდე რადიო თავისუფლება იუწყებოდა. ორი კვირის წინ, 7 ივნისს, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ დადებითად აფასებს ორივე ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის რეფორმების განხორციელების მხრივ. მოლაპარაკებების დაწყება თავისთავად არ ნიშნავს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას. ევროკავშირში ამჟამად 27 სახელმწიფო შედის. ცხრა ქვეყანას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი (მათ შორის არის საქართველოც) და იმყოფება გაწევრიანების მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე. ასევე ნახეთ რას ველოდოთ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებისგან? ...