22 ივნისის ღამეს რუსეთის არმიამ კვლავ მასიურად შეუტია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, არიან დაშავებულები. როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება, ქვეყანაში განგაში იყო მთელი ღამის განმავლობაში. ეს ბოლო სამი თვეში ამ მასშტაბის მერვე შეტევა იყო. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა შეუტია ელექტროგადამცემ სისტემებს ზაპოროჟიეს და ლვოვის რაიონებში - დაზიანდა აღჭურვილობა. три ზაპოროჟიეში კი დაშავდა ორი ენერგოინჟინერი. დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა, სადაც გაჩნდა ხანძარი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიც იტყობინება, რომ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონი ასევე მოხვდა რუსეთის დაბომბვის ქვეშ, რის შედეგადაც, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე 20 კვადრატული მეტრი ფართობის ღრმული გაჩნდა, იყო ხანძარიც. три ივანო-ფრანკოვსკის მერმა რუსლან მარცინკოვმა განმარტა, რომ ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი: ჩამსხვრეულია მინები. მისივე თქმით, დაბომბვას ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, ამ ღამით რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 13 თავდასხმის დრონი გაუსროლა. ჩამოაგდეს ყველა დრონი და თორმეტი რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ...