ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდას შეადგენდა. თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბიძგები საგრძნობი იყო, თუმცა მიწისძვრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ონთან ახლოს ივნისის განმავლობაში მიწისძვრა რამდენჯერმე განმეორდა. დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარი ბიძგების სიმძლავრე 5.4 მაგნიტუდა იყო. ასევე ნახეთ საქართველოში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ...