ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ და ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ 30-ზე მეტი დრონი გაანადგურა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზოვის ინფორმაციით, რომელსაც ის საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს, მასირებული შეტევა დაიწყო შუაღამისას და გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში. გუბერნატორი წერს, რომ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, არ არიან დაშავებულები. ვასილ ანოხინი, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი კი ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განადგურებული დრონების ნარჩენების აღმოჩენისას, არ მიუახლოვდნენ მათ და ინფორმაცია შეატყობინონ სპეციალურ სამსახურს. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში". ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვას სულ უფრო უჭირს უკრაინულ დრონებთან ბრძოლა უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. ...