ორ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება ღამით, კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ. კიევის ოლქში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ექვსი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 20 კერძო სახლი. ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის, ნიკოლაი ოლუშეკის განცხადებით, 23 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის რეგიონის მიმართულებით აზოვის ზღვის აკვატორიიდან, სამი რაკეტით მიიტანეს იერიში. მათგან ორი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. 22 ივნისს, სამი ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა ხარკოვის დაბომბვისას. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ შეტევას ქალაქის ოთხ ადგილას მოჰყვა აფეთქება. მათგან ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანში. ...