გრძელდება ხუთი დღის წინ დაკარგული 57 წლის პროფესორის, გიორგი გახელაძის ძებნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მეოთხე დღეა, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, „მოწმდება ყველა ინფორმაცია, პროცესში ჩართულები არიან მაშველები დრონებითა და შესაბამისი ტექნიკით“. გიორგი გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ, 23 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ არაა გიო ქალაქის ქუჩებში. გამორიცხულია, ამდენი ხანი ვინმეს არ დაეფიქსირებინა. სადღაც მიუვალ ადგილასაა“... 19 ივნისს 57 წლის გიორგი გახელაძე სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები და მოხალისეები. ასევე ნახეთ გიორგი გახელაძე მოხალისეებმა ვერ იპოვეს ...