დედაქალაქის ნაწილს წყალი მერვე დღეა გრაფიკით მიეწოდება. როგორც წყლის მომაოდებელი კომპანიის GWP-ის ადმინისტრაცია აცხადებს, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გრძელდება და სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი. три 16 ივნისს სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ის სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისის ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. შედეგად, 63 000-ზე მეტ აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ასევე ნახეთ თბილისი უწყლოდ - რა მიუთითებს იმაზე, რომ საფრთხის აცილება შეიძლებოდა სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. ასევე ნახეთ მცხეთის მერიაში ერთი წლის წინაც იცოდნენ, რომ GWP-ს წყლის მილთან ნაგავი იყრებოდა ...