„ფონტანკის“ ინფორმაციით, გორბუნოვი და კიდევ ერთი დაკავებული, გამოცემა Konkretno.ru-ს მთავარი რედაქტორი კირილ მეტელევი, ეჭვმიტანილი არიან სანქტ-პეტერბურგის ტელეარხის ყოფილი გენერალური დირექტორის, ალექსანდრ მალკევიჩისგან ფულის გამოძალვაში. ამჟამად მას უკავია ახალ რეგიონებში მუშაობის საკითხებში სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის მრჩევლის პოსტი. არხი Brief-ი მედიაჯგუფ „პატრიოტთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯგუფის თანამშრომლები მალკევიჩისგან „წინა პროექტებისთვის ფულის გადახდას“ ითხოვდნენ. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით არ დადასტურებულა. დაკავება მოხდა პრიგოჟინის და მისი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ გადატრიალების მცდელობის წლისთავზე. ვარაუდობენ, რომ გორბუნოვი იყო პასუხისმგებელი პრიგოჟინის მომხრეთა მოსკოვში ლაშქრობის გაშუქებისთვის. „ვაგნერის“ ანონიმური ტელეგრამის არხი OGPU წერს, რომ ფსბ-ს თანამშრომლებმა დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც კავშირი აქვთ პრიგოჟინის მედიარესურსებთან. ამის დამადასტურებელი ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე ნახეთ გამოძიება: ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელსაც კრემლის დაკვეთილი დეზინფორმაციული კამპანიისთვის აშშ-ის სანქციები შეეხო? როგორ მუშაობს რუსი "ელფების" ქარხანა თბილისში და რას წერენ ისინი საქართველოზე? „ვაგნერის“ რეკრუტთა შემკრები ცენტრები დაიხურა, თუმცა მიღება გრძელდება? ფრთხილად, კომენტარები! - როგორ წაგართვეს ტროლებმა და ბოტებმა დისკუსია სახიფათო ინტერნეტ-სატყუარა ...