ანექსირებულ სევასტოპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 20-დან 100-მდე ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაიღუპა, იუწყება რუსეთის ადმინისტრაცია. დაშავებულთა უმეტესობა ადგილობრივი პლაჟების სტუმრები არიან. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებს კვლავ შეუტიეს დრონებით თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული რაკეტა 23 ივნისს ჩამოაგდეს ქალაქის სანაპიროზე და დაზარალებულები ნამსხვრევებით დაშავდნენ. ახლა ამტკიცებენ, რომ რაკეტას ჰქონდა კასეტური ქობინი და პლაჟის თავზე აფეთქდა მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შედეგად გადაუხვია კურსს, ხოლო ხალხი დაშავდა ქვეჭურვებით. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება. დაღუპულთა შორის არის ორი წლის ბავშვი, განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მისი თქმით, დაჭრილია ასამდე ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება 20 დაჭრილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეები ამბობენ, რომ თავდასხმამდე არ ამოქმედებულა საჰაერო იერიშის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა. ...