ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც 200-ზე მეტი მგზავრი ანტალიის მიმართულებით გაფრენას 12 საათზე მეტია ელის. ავიაკომპანია „სან ექსპრესის“ კუთვნილი რეისი თბილისიდან ანტალიის მიმართულებით 23 ივნისს, გამთენიისას უნდა გაფრენილიყო, თუმცა, მგზავრებს, ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის მოახერხებენ გაფრენას. კომპანია „სან ექსპრესის“ წარმომადგენელი ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეძებენ ახალ ეკიპაჟს, რომელიც ანტალიის მიმართულებით რეისს შეასრულებს. რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას კომპანიის წარმომადგენელი არ პასუხობს. მგზავრებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ...