საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთის ნაკრებთან გამართულ მატჩს და მოპოვებულ ქულას და წერს, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. „პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP. მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - წერს გიორგი მამარდაშვილი ფეისბუკზე. три 23 ივნისს, ქალაქ ჰამბურგში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მან ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა. три ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება. ...