როგორც BBC იუწყება, ხატი იქ გამოფენილია ისე, რომ არ არის დაცული მისი უვნებლობისთვის აუცილებელი ზომები. ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, ხატი მოსკოვიდან ჩაიტანეს სპეციალიზებული ტრანსპორტით, მაგრამ თავად ლავრაში ის ჩვეულებრივ ვიტრინაში გამოფინეს, რადგან საზღვარგარეთიდან შეკვეთილი კლიმატის კონტროლის სპეციალური ყუთი ჯერ არ მიუღიათ. ასევე ნახეთ ხატია თუ კერპი? - როგორ გაწირა და შესწირა პუტინმა რუბლიოვის შედევრი ბევრი რუსი ხელოვნებათმცოდნე, მათ შორის ძველი რუსული ხატწერის სპეციალისტები, ადრე აცხადებდნენ, რომ ძეგლი არის დაუცველ და შელახულ მდგომარეობაში, ის უნდა ინახებოდეს მუზეუმის გარემოში რესტავრატორების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება დააზიანოს როგორც ხატის საფუძველი, ისე საღებავის ფენა. მიუხედავად ამისა, 2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „სამება“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაეცათ. ეკლესია ამტკიცებს, რომ კანონიერი მფლობელია ხატისა, რომელიც მას საბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს. ასევე ნახეთ რუბლიოვის შედევრის ბედი ჩეკისტურ მართლმადიდებლობაში „სამება“ მიეწერება ხატმწერ ანდრეი რუბლიოვს, ხატი შექმნილია მე-15 საუკუნეში და ითვლება რუსული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად. 1920-იან წლებამდე ხატი ინახებოდა წმ. სერგის ლავრის სამების საკათედრო ტაძარში. მოგვიანებით სახელმწიფომ ჩამოართვა ის ეკლესიას და მუზეუმს გადასცა. 2022 წლის ივლისში ტრეტიაკოვის გალერეამ ხატი რამდენიმე დღით გადასცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილეს აღსანიშნავად. მაშინ სპეციალისტებმა მკაცრად გააპროტესტეს ეს. ირწმუნებოდნენ, რომ ნამუშევრის დაბრუნების შემდეგ მასზე 60-ზე მეტი დაზიანება დაფიქსირდა. ...