„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება... რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, მათ შორის არც ექიმების მიმართ“, - თქვა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ. სახალხო დამცველს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, როდის განიხილება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება. „მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირის საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი და არც კლინიკის კომპეტენცია“, - უპასუხა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტს. ასევე ნახეთ ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია და მოითხოვეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ...