ოჯახის ინფორმაციით, იპოვეს გიორგი გახელაძის ცხედარი. 57 წლის პროფესორ გიორგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართული იყვნენ გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები და მოხალისეები. რადიო თავისუფლება ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ...