უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ფრონტზე თავდასხმების გაძლიერებაში აკრძალული სახიფათო ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის ცრემლმდენი გაზის გამოყენებით. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ ომის დანაშაულების ჩადენასა და აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში უკრაინაში რუსეთის ომში, რომელიც უკვე მესამე წელია, გრძელდება. AFP 24 ივნისს იმოწმებს უკრაინელ სამხედროებს, რომელთა განცხადებით, მაისში რუსეთის ძალების მიერ "საშიში ქიმიური ნაერთების შემცველი" საბრძოლო მასალის გამოყენების 715 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი თქმით, ეს რიცხვი, წინა თვესთან შედარებით, 271 შემთხვევით გაიზარდა. ასევე ნახეთ ქიმიური იარაღიდან ეუთომდე - ევროკავშირიდან გაძევებული რუსი დიპლომატი სერბეთის არჩევნებს აკვირდება ...