24 ივნისს ქალაქ შტუტგარტში ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის გერმანელი პოლიციელი ემსხვერპლა. გერმანული პოლიციის ორი ეკიპაჟი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აეროპორტში აცილებდა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ. ორბანი გერმანიაში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის საქომაგოდ იმყოფებოდა. სააგენტო როიტერსის თანახმად, 69 წლის მძღოლმა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გვიან შენიშნა, რომ გზა ესკორტისთვის იყო გადაკეტილი, ავტომობილის მობრუნების მცდელობისას, ის ორბანის თანმხლები ერთი პოლიციელის მოტოციკლს დაეჯახა, რომელიც, თავის მხრივ, შეასკდა მეორე პოლიციელის მოტოციკლს. გერმანელი პოლიციელი, რომლის მოტოციკლეტსაც ავტომობილი დაეჯახა, დაიღუპა, მძიმეა მეორე, 27 წლის პოლიციელის მდგომარეობა. იგი კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ...