ვებსაიტის, WikiLeaks-ის თანახმად, საპატიმრო და დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა ჯულიან ასანჟმა. WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელსაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გავრცელებაში ადანაშაულებენ და ხუთწლიან სასჯელს იხდიდა დიდ ბრიტანეთში, არსებული ინფორმაციით, უკვე სამშობლოში, ავსტრალიაში იმყოფება. три მანამდე იუწყებოდნენ, რომ ასანჟმა მოახერხა აშშ-ის მთავრობასთან გარიგება, აღიარა წაყენებული ბრალდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაზე, სანაცვლოდ მას მიუსჯიან 62 თვით პატიმრობას, რა ვადაც უკვე მოხდილი აქვს ბრიტანეთის ციხეში. შესაბამისად, საბოლოოდ ეს მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება. მოელიან, რომ ის ოთხშაბათს წარდგება აშშ-ის საიპანის სასამართლოს წინაშე. ასანჟის სახელს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში საიდუმლო მასალების გაჟონვის ყველაზე მასშტაბური საქმე. გამომძიებლების თქმით, 2009 წლის ბოლოდან ასანჟმა სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსთან, ჩელსი მენინგთან შეთანხმებით, WikiLeaks-ზე ათობით ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა ავღანეთისა და ერაყის ომის, კუბაში გუანტანამოს ციხეში პატიმრების მიმართ მოპყრობის შესახებ. მასალების მოცულობისა და წაყენებული რამდენიმე ბრალის გათვალისწინებით, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ასანჟი 2019 წლის აპრილიდან იმყოფებოდა ბრიტანეთის ბელმარშის ციხეში, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციას ითხოვდა. მანამდე შვიდი წელი იმყოფებოდა ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ...