საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, იმერეთში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა „Adidas”-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი". საამქროს ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის [სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება] პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით. ...