ენმ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრის მინები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ხომერიკის განცხადებით, ფანჯარას აქვს ორმაგი შუშა და რამდენჯერმე ძლიერად არის ნასროლი მძიმე საგანი. "ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერებია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული", - თქვა დავით ხომერიკმა, რომლის თანახმად, ადგილზე მისული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება ინციდენტის შემდეგ. მათი კომენტარი, მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში. ...