ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაცაა კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხებს შეეხება, გამოჩნდა მძლავრი და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, მძლავრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის პირობებში, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, და ‘’უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ გამოხატულ შეშფოთებას“. ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა - საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობით, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლების, ასევე შესაბამისი სექტორების ექსპერტებისა და პროფესიონალების მონაწილეობით. სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასებისთვის, ვენეციის კომისიის თანახმად, ჩატარებული ანალიზის შედეგები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს და ჩატარდეს მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის შესაბამის დროის პერიოდში. რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ მოიძებნა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და „ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და მასტიგმატიზებელი გარემოს გამწვავების ხიფათს აჩენს". ასევე ნახეთ წავიკითხეთ ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი - რა წერია იქ შესაბამისად, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება. ამასთან, საკონსტიტუციო კანონპროექტის შენარჩუნების შემთხვევაში, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შემდეგ რეკომენდაციას: შეცვალოს 1.1 მუხლი იმგვარად, რომ დასაშვები გახდეს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილთა სამართლებრივი აღიარება. სიტყვა „ჰეტეროსექსუალური“ შეიცვალოს ტერმინით „მარტოხელა“ ან "ინდივიდუალური". ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, კანონპროექტიდან წაიშალოს 1.3 მუხლი, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლის ოპერაციებს. კომისიის რეკომენდაციაა, კანონპროექტიდან წაიშალოს ფრაზა „გენეტიკური მონაცემების შესაბამისად” და ჩამოყალიბდეს საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფ, გამჭვირვალე და ...